|
2018-08-09 11:27:28, 780 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა უწყებებს ნარკომანიის პრევენციისა და დაავადებულ პირთა მკურნალობისთვის, პროგრამების შემუშავება დაავალა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესაბამის უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეალიბიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული პროგრამების შემუშავება დაავალა. ბახტაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ახალი სამართლებრივი რეალობა შექმნა. „საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს, მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მიმდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. დღეს მთავრობის სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა იქნეს დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე. ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფით ქმედითი პროგრამები“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)