|
2018-08-08 12:52:09, 552 ნახვა
საზოგადოება
ქალ მშვილდოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გრან პრი მოიგო
ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე. სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1 828 ქულით. ფინალამდე კი ესტონეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები დაამარცხა. ფინალში ჩვენმა გუნდმა იაპონიას 5:3 აჯობა და ჩემპიონი გახდა. სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი). ტრიომ საკვალიფიკაციოში 1 915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ჰოლანდიასთან. შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაციაში მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)