|
2015-06-04 10:50:18, 765 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 13 მილიონ 500 ათასი ადამიანი შეადგინა. „2 წელიწად ნახევარში ჩვენ მივიღეთ იმაზე კარგი შედეგი ვიდრე განვლილი 7 წლის განმავლობაში იყო. ეს ძალიან დიდი სიგნალია და ჩვენ დიდ პოზიტივს ვხედავთ. ვფიქრობ ეს უნდა იყოს მთავრობის მხრიდან ხელშეწყობილი“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, კვირიკაშვილმა სხდომაზე ევროპაში მის მიერ დაწყებულ კამპანიზე ისაუბრა. „ცხრა მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა სპეციალური სარეკლამო კამპანია. გარდა ამისა 200- ზე მეტი საერთაშორისო ცნობილი სააგენტოს წარმომადგენელი ჟურნალისტი იქნა ჩამოყვანილი საქართველოში. მათთვის სპეციალური ტურები მოეწყო. ამასთან, ამ მიზნობრივი ბაზრებიდან 70-ზე მეტი წამყვანი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი იქნა ჩამოყვანილი და მათთვის მოეწყო სპეციალური ტურები და საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მივიღეთ რეალური გარდატეხა ვიზიტორთა რაოდენობაში-14,7%-ით. მხოლოდ მაისში წინა წელთან იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც 24 საათზე მეტს რჩებიან საქართველოში 5%-ით გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ზაფხულისთვის ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან ერთად სპეციალურ პროგრამებს გეგმავს, რომელიც კონცერტებს და სხვადასხვა მომღერლების ჩამოყვანას ითვალისწინებს. „ვემზადებით ზამთრის სეზონისთვისაც. ზაფხულის მიწურულს დავიწყებთ სპეციალურ კამპანიას იმისათვის, რომ ზამთრის სეზონი იყოს წარმატებული. ეს ეხება როგორც საინფორმაციო კამპნიას, ასევე ზამთრის კურორტების სპეციალურ მომზადებას“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)