19:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 13:10:57, 2228 ნახვა

მსოფლიო
156 დაღუპული და 220 დაშავებული - შეტაკებები ღაზას სექტორში გრძელდება

ღაზას სექტორთან ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარი შეტაკებებეს დროს დაშავებულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სულ 4 თვის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების დროს, 156 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შეტაკებებში 8 ათასამდე პალესტინელი მონაწილეობს და ისინი საზღვრის გარღვევას პერიოდულად ცდილობენ. ებრაელი ჯარისკაცები მათ წინააღმდეგ სპეცტექნიკას და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს.

ცნობისთვის, ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. 31 მარტს დაწყებული აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. პროტესტის ტალღა იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანამ გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics