15:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 19:19:07, 437 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან ბოჭორიშვილი მსოფლიოს წლის მეწარმის დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მსოფლიოს წლის მეწარმის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2-7 ივნისს მონტე კარლოში გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს წლის მეწარმის ტიტულის მოსაპოვებლად წარდგენილია „თიბისი ჯგუფის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რომელიც 2014 წელს უკვე დასახელდა საქართველოში წლის მეწარმედ. აღსანიშნავია, რომ კონკურსი EY Entrepreneur Of The Year 2014 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. დაჯილდოების ისტორია უკვე 29 წელს ითვლის და მსოფლიოს დაახლოებით 60 ქვეყანაში და 140 ქალაქში ტარდება წლის მეწარმის გამოსავლენად.

საქართველოში პირველი "წლის მეწარმე" 2014 წლის 11 ნოემბერს გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: რუბენ ვარდანიანი (ტროიკა დიალოგის დამფუძნებელი, სბერბანკის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მრჩეველი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), გიორგი ჭირაქაძე (საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი), დევი ხეჩინაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე, აიპ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია).

კონკურსში ასევე გამოვლინდნენ კატეგორიის გამარჯვებულებიც: ნინო ელიავა (More is Love) - "საქართველოს ახალი სახით წარმოჩენისთვის" და ივანე გოგლიძე (კულა) - "ტრადიციული გემოს შენარჩუნებისთვის".

პროგრამა EY საქართველომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics