13:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 14:09:50, 802 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი

„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ნატო მკაფიოდ აღიარებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციით. ამის ნათელი დადასტურებაა ბრიუსელის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაციისა და ივლისის სამიტის დეკლარაციაში ასახული საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ამასვე მოწმობს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, პრემიერ მინისტრის პირველივე საერთაშორისო ვიზიტისას ბრიუსელში ნატოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სამაგალითო, დასაყრდენ პარტნიორს, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics