02:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 12:50:17, 1237 ნახვა

სამართალი
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით ან ცივი იარაღით, აქვს მიყენებული. ის ახლობლებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", - აცხადებენ უწყებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics