|
2018-07-31 19:00:43, 1116 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება მარიხუანა თვითონ გაზარდოს და მოიხმაროს
„როცა ქვეყანაში რაღაც მცენარის მოხმარება არის ლეგალური და ადამიანი ამის გამო არ ისჯება, ეს ნიშნავს, რომ ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზები უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფრიძის შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მოუწევს საერთაშორისო პრაქტიკის შემუშავება, ამასთანავე, შესაძლია დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და მოხდეს ფასის კონტროლი. „იმის გამო, რომ ქვეყანაში რაღაც მცენარის მოხმარება არის ლეგალური და ადამიანი ამის გამო არ ისჯება, ეს ნიშნავს, რომ ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზები უნდა არსებობდეს. ანუ, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თვითონ გაზარდოს და მოიხმაროს. მათ მოუწევთ რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკის აღება და წასვლა გარკვეული რეგულაციის გზით, ოღონდ ეს რეგულაციები იქნება საბოლოოდ მიმართული. ასაკობრივ ზღვარს დააწესებენ, ალბათ, რომ არ ჰქონდეს არასრულწლოვანს ყიდვის საშუალება, იქნება მარკირება, როგორც ეს არის თამბაქოსა და თუთუნზე, რომ ეს შეიძლება, საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის და იქნება, ალბათ, ფასის კონტროლი, ანუ აქციზით ეცდებიან, რომ ფასი გაზარდონ, რომ არ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი, რაც მათ შორის, იქნება შემოსავლის წყარო ბიუჯეტისთვის, რომლითაც შეიძლება, მერე უამრავი კარგი რამ დააფინანსო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ გირჩის ლიდერების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელიც გააუქმა.
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)