21:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-28 16:49:22, 1963 ნახვა

მსოფლიო
კიევის პატრიარქზე თავდასხმის მცდელობისთვის ეპისკოპოსი დააკავეს

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქზე, უწმინდეს ფილარეტზე თავდასხმა სცადეს, - ამის შესახებ Obozrevatel უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს 27 ივლისის სინოდის სხდომის ოქმზე დაყრდნობით იუწყება.

საპატრიარქოს ცნობით, 25 მაისს კიევის პატრიარქზე თავდასხმა უშტატო ეპისკოპოსმა სევასტიან ვოზნიაკმა სცადა.

"სევასტიან ვოზნიაკმა საღამოს ვაჟთან ერთად პატრიარქის რეზიდენციაში საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მივიდა. მას პატრიაქრის საძინებელში შეღწევა ჰქონდა განზრახული. თავად პატრიარქი ამ დროს სატრაპეზოში ვახშმობდა. სევასტიან ვოზნიაკმა პატრიარქის მსახურ ქალს, რომელმაც ფეხის ხმა გაიგონა და გარეთ გავიდა, ცრემლსადენი გაზი მიასხურა და ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მედია საშუალების ინფორმაციით, ვოზნიაკი მოგვიანებით დააკავაეს. მან ჩადენილი ქმედება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მისი მიზანი პატრიარქთთან შეხვედრა იყო.

ცნობისთვის, სევასტიან ვოზნიაკი ეპისკოპოსობიდან გათავისუფლდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics