16:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 18:24:08, 852 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: ტყის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მას პარლამენტში განხილვები და მხარდაჭერა დასჭირდება

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სატყეო კოდექსზე მუშაობს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის კოდექსი მთავრობაზე იქნება წარდგენილი.

“ტყეზე არაერთხელ გვისაუბრია და ვამბობდით ყოველთვის, რომ ტყის მდგრადი მართვის საკითხი არის ძალიან კომპლექსური. საქართველოში ბევრი წლის განმავლობაში ტყის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილია ბევრი პრობლემა. ტყე გამოიყენება სოციალური დანიშნულებით, არადა ტყეს გააჩნია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და ეკოლოგიური ფუნქცია. ჩვენ მდგრადი მართვის პრინციპებით უნდა ვმართოთ ტყე. ჩვენი რეფორმები იქნება რამდენიმე მიმართულებით, ეს უკავშირდება კანონმდებლობის მოწესრიგებას, ვფიქრობთ, მომავალ კვირას მთავრობაზე წარმოვადგენთ ახალ სატყეო კოდექსს, რომელიც ტყის მდგრადი მართვის ახალ საკანონმდებლო საფუძველს შექმნის. ეს კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მას პარლამენტში დასჭირდება განხილვები და მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს ტყე გამოიყენება საშეშე და გათბობის მიზნით და ეს შესაცვლელი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან სერიოზულ რეფორმას მოითხოვს და ამაზე პრემიერი თავის ეკოპოლიტიკაში ისაუბრებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics