|
2018-07-26 15:16:02, 549 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველი საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს დაეთმობა. მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტევს ზაფხულის სკოლის გახსნა მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ევროინტეგრაციის მიმართულებით დადებით დინამიკაზე გაამხვილა. „ჩვენი გზა ევროინტეგრაციის მიმართულებით არის შეუქცევადი პროცესი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობის ჩართულება და იმ ღირებულებების და მთავარი მიმართულებების ცოდნა და ასევე ხედვები, რომლებიც ქვეყანას წაადგება ამ ძირითადი მისიის წარმატებით შესრულებაში", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ბსუ-ს ორგანიზებით საჯარო ლექციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)