12:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 14:02:17, 682 ნახვა

საზოგადოება
ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები პრემიით დაჯილდოვდებიან

ჭუბერში წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, შეიარაღებული ძალები მუდმივად მზად არიან, მოსახლეობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ.

„დღეს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ჭუბერში წყალდიდოდბის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეფექტიანი ჩართვისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამხედრო მოსამსახურეები, ფულადი პრემიებით დავაჯილდოვოთ, და ასევე მინდა საჯაროდ ვთქვა, ქართული შეიარაღებული ძალები მუდად მზად იქნება ყოველთვის იდგეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, იყოს მაქსიმალურად მხარდამჭერი, როდესაც მოსახლეობას დახმარება სჭიდება. ასევე ჩვენ მომავალშიც ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების განმუხტვის თვალსაზრისით”, - განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics