00:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-21 11:31:07, 649 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს დღეს დაამტკიცებენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, უმრავლესობა კი, უმაღლეს საბჭოში 14 წევრით არის წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, ახალი მთავრობის დამტკიცებას, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

„რიჟვაძემ რაც პროგრამა წარმოადგინა, ამას არ შეიძლება პროგრამა ეწოდოს. 10 წუთიანი მონოლოგის სტილში წაიკითხა და მხატვრულ მოთხრობას გავდა. ეს არ იყო პროგრამა, არც კითხვებში და შემდეგ პასუხებში არ აისახა ის პრობლემები, რაც რეგიონს აწუხებს. დღეის მონაცემებით ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება“, -აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჟა ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics