08:55 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 18:43:57, 4191 ნახვა

სპორტი
ალექსი პეტრიაშვილი: მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ

 „ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. მისი მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ლეგალიზაციის და დეკრიმინალიზაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა და განსხვავება.

„ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. მოვითხოვთ, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები სასჯელს არ იხდიდნენ. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ლეგალიზაცია, დეკრიმინალიზაცია და რეალიზაცია. უკანონო რეალიზაცია უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად, ხოლო მოხმარება არის ადამიანის ნება და ამისთვის ის არ უნდა ისჯებოდეს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარს უჭერენ.

„შესაბამისად ვითხოვთ, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვუერთდებით ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნას. მივმართავთ სახელისუფლებო ძალას, მიიღონ ჰუმანური გადაწყვეტილება. ხელისუფლების პოლიტიკა ამ თვალსაზრისით კიდევ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

ამ წუთებში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არ დაიჭირო“ იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics