10:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 18:47:50, 976 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი პუტინის განცხადებაზე: ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეხებოდა. 

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის პუტინისგან მსგავსი ტიპის განცხადებას ელოდა.

"მრჩება შტაბეჭდილება, რომ იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ნატო-ს სამიტზე, იმ ძალიან კონკრეტული გზავნილის ფონზე, რომელიც ალიანსის 29-ვე ქვეყანამ რუსეთის მიმართ დააფიქსირა - რომ ის არის ოკუპანტი და მისმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, იმ მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, როდესაც ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთის პრეზიდენტის ასეთი პასუხი არის ის პასუხი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ უკვე დიდი ხანია გვესმის. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის არასასიამოვნო ფაქტი, თუმცა არა ახალი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics