|
2015-06-02 12:36:31, 487 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მაისში ტურისტების რაოდენობა 3%-ით არის შემცირებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 656 068 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%); ბ) ტრანზიტი - 405 208 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%); გ) სხვა - 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%). საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)