|
2018-07-10 18:53:43, 915 ნახვა
კომენტარი
„2 ლიტრამდე სისხლი დაკარგა“ - ავტობუსში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, N140 ავტობუსში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რეგიონული ჰოსპიტალის ზოგადქირურგიული დეპარტამენტის უფროსმა ლექსო ლაგვილავამ განაცხადა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. „ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა, კუჭის გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე, იყო პანკრეასის ქვედა კიდის გამჭოლი ჭრილობა და იყო ქვემო ღრუ ვენის დაზიანება. შესაბამისად, გაიკერა კუჭი, პანკრეასი, ქვემო ღრუ ვენა გაიკერა და სისხლდენა შეჩერდა. დანაკარგი არის, დაახლოებით, 2 ლიტრამდე სისხლი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)