19:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 18:47:01, 1210 ნახვა

სამართალი
17 წლის მოზარდი ავტობუსში დაჭრეს

თბილისში, 17 წლის მოზარდის დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

მოზარდი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N140 სამგზავრო ავტობუსში დაჭრეს.

როგორც მძღოლი აცხადებს, მას მოზარდის დაჭრამდე ავტობუსში განსაკუთრებული ხმაური არ გაუგია.

„მე-12 კლასელია. დანა დაარტყეს უკანა კარებთან, დანახვით არაფერი დამინახავს. ამის შემდეგ ჩამოიყვანეს, სკამზე დააწვინეს, სასწრაფო მოვიდა და წაიყვანა. შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი იყო, თუმცა განსაკუთრებული არაფერი გამიგია“, - განაცხადა მძღოლმა.

მომხდარის გამო, ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დანა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ასევე ამოღებულია ავტობუსში არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის  მდგომარეობა მძიმეა და  ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განძრახ  მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics