02:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 13:47:38, 780 ნახვა

კომენტარი
ჯაში: მომხრე ვარ კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების ჩატარებას ითხოვს.

დეპუტატის თქმით, კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში ხვალ გაიმართება.

"იმ მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ განათლების სისტემაში სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა მოექცეს, მათ შორის თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია და ასევე სახელოვნებო და სპორტული კოლეჯები. თუმცა, ვფიქრობ, რომ დამატებითი განხილვა გვჭირდება შერწყმასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი კავშირების, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით საკითხები რჩება, რომელთა მართვაც პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით რთულია. დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო ცალკეა, ან ტურიზმთანაა გაერთიანებული. მე მომხრე ვარ თუკი კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩება, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით", - განაცხადა ჯაშმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics