|
2018-07-02 13:32:56, 5641 ნახვა
კულტურა
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა
კინოსტუდია „ქართულ ფილმში" თიბისის მხარდაჭერით ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ქართულ ფილმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. კინოსტუდიის 4 პავილიონში სტუდიის საცავებში დაცული კინოკოსტიუმები, ისტორიული კინოგადამღები ტექნიკა, იარაღ-საჭურველი, რეკვიზიტები, უნიკალური კინოაფიშები და კინოესკიზები გამოიფინა. საიუბილეო საღამოსთვის 11 კინოკამერას 3 თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. სტუმრებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი უნიკალური კამერაც იხილეს. ღონისძიებაზე კინოსტუდიის საცავებში დაცული 2500 ესკიზიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა კოლექციებიდან მოპოვებული მასალა იყო წარმოდგენილი. საღამო სტუდიის ფოიეში „ქართული ფილმისა" და სტუდია „მემატიანეს" ვიდეო და ფოტო ფონდის უნიკალური მასალების ჩვენებამ და ქართული კინომუსიკის კონცერტმა გააფორმა. კინოსტუდია „ქართული ფილმის" სივრცეში ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენის დათვალიერება მსურველებს 3 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი - ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ნამუშევარი - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 1912 წელს გამოვიდა. თუმცა, ქართული კინოს დაბადების ოფიციალური თარიღი 1908 წლის 15 მაისია, როდესაც ბაქოში ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილის) გადაღებული პირველი კინოკადრების ჩვენება შედგა. ეს კინოკადრები მაშინდელ საზოგადეობაში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით", „ბაქოს ბაზრები", „ქუთაისის პეიზაჟები", „ბაქოს ჭაბურღილები", „ქარვასლა", „თბილისის აბანოები", „თბილისის მუშთაიდი". პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი კი „ქრისტინეა", რომელიც რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ქართული კინოს ისტორიის მანძილზე 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)