01:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 14:04:04, 756 ნახვა

კომენტარი
ექიმი: ირაკლი ნოზაძე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტის ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია აცხადებს, ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს, თუმცა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში“, - აცხადებს  გელანტია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პაციენტის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაში და არ მგონია, მისი დაკითხვა საჭიროებას წარმოადგენდეს. ოჯახის წევრების შეშვების ვალდებულება გვაქვს, სხვა არავინ შესულა", - განაცხადა გელანტიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ნოზაძეს თავს ორი დღის წინ,  წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.  თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics