|
2018-06-27 11:46:30, 536 ნახვა
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, მაჭავარიანის ქუჩაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა მაჭავარიანის ქუჩაზე, 12 223 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ცხადდება. „ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინებს ელოდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეს პრობლემა მოვუგვაროთ. ის 3500 ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კიდევ ერთ ლოკაციაზე - მაჭავარიანის ქუჩაზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, იმისთვის, რომ პროცესში სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები ჩაერთონ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც მერიას მინიმუმ 5000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს გადმოსცემს, რათა ჯამში დაახლოებით, 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების გარდა, მერია სხვა გამოწვევების დაძლევაზეც მუშაობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)