19:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 11:46:49, 600 ნახვა

საზოგადოება
აგარაში ავტოავარიას თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილები და დაშავებულები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი უმცროსი სერჟანტია. ასევე დაშავებულია კიდევ ერთი უმცროსი სერჟანტი, რომელიც სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გორის საავადმყოფოში  გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.   

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თურქული სანომრე ნიშნით მოძრავი ტრაილერი და თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics