|
2018-06-25 17:32:55, 857 ნახვა
კომენტარი
ზურაბ პატარაძე - ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის
დღეს ქობულეთის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო. ახალი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს. ქობულეთის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი და 15 ხიდი აშენდა. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს პროექტის დაფინანსებისთვის და მასშტაბური სამუშაოს შესრულებისთვის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის გარდა მოხდეს ტურისტული პოტენციალის ათვისება აჭარის სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მოდერნიზაციის პროგრამის ბოლომდე მიყვანა. ჩვენი მიზანია, მთელი მაგისტრალი გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შეიქმნას სათანადო პირობები გაზრდილი სატრანზიტო ტვირთებისთვის. ჩვენ გვჭირდება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვან და მზარდ წვლილს შეიტანს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გზის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის და ქალაქ ქობულეთის მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები, გაიზრდება ტურისტული ნაკადი და ეკონომიკური სარგებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)