12:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 11:02:50, 968 ნახვა

სამართალი
წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და მათი დატყვევება 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

„რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ - მათი  უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი - 153, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის  გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics