|
2018-06-23 16:24:42, 709 ნახვა
რეგიონი
ზაფხული იწყება კინტრიშის ხეობიდან
კინტრიშის ხეობა აჭარაში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ქობულეთის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა სწორედ კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კინტრიშის ხეობას სტუმრობდა ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და უცხოელი ტურისტები. ცხემვანის ვიზიტორთა ცენტრის ტერიტორიაზე ადგილობრივი კულინარიული და ეთნოგრაფიული გამოფენები მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები, მუსიკალური პერფორმანსები ეთნო ჯაზ-ბენდ „სტუმრების" მონაწილეობით და ტურისტებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობა. კინტრიშიც ხეობა გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნების მრავალფეროვნებითა და სილამაზით, არამედ ისეთი კულტურული ღირსშესანიშნაობებით, როგორებიცაა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და უძველესი ღვინის ქვევრები. ზურაბ პატარაძის თქმით, კინტრიშის ხეობას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ტურიზმის მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, მსგავსი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. ქობულეთი მართლაც უნიკალურ საკურორტო ზონას წარმოადგენს, სადაც ზღვა და მთა ერთნაირად მიმზიდველია და დასვენებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)