11:52 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 11:09:39, 2052 ნახვა

მსოფლიო
ხარკოვში სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ხარკოვში, რაიონულ სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ინციდენტთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ  ნალივაიჩენკომ და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც უშიშროების სამსახურის, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები შედიან.

ხარკოვში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით,  სამართალდამაცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

როგორც ხარკოვის ოლქის პროკურატურის პრესმდივანმა ვიტა დუბოვიკიმ განაცხადა, აფეთქების ადგილას ნაპოვნია რუსეთის სიმბოლიკიანი ნივთი, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს საღამოს ხარკოვში, მოსკოვის რაიონულ სასამართლოსთან  აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად   14 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
ბულგარეთმა ევროვიზია 2026-ში გაიმარჯვა
მოსკოვის გარეუბნებში დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics