17:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 17:49:28, 694 ნახვა

რეგიონი
ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები განაახლეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნოებს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია, გასული წლის სელექციური პროგრამიდან მიღებულ ჰიბრიდულ თესლნერგებზე დაკვირვება და მათი რეზისტენტობაზე გამოცდა მიმდინარეობს.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებიც არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ სელექციონერ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ჯიშებს შეწამვლა, ძირითადად, არ სჭირდება, ან სჭირდება  წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics