|
2018-06-18 15:23:10, 895 ნახვა
რეგიონი
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - პოლიციამ ენმ-ის დეპუტატები შენობაში არ შეუშვა
ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც პარტიის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ, შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ენმ-ს საკრებულოს დეპუტატები - ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, აცხადებენ, რომ სამართალდამცველები მათ საკუთარ კაბინეტებში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ადგილზე შეკრებილები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც მათ თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, 15 ივნისს, ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ „ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)