17:27 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 13:28:13, 575 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.

პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ.

პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ENPARD-ის და გაეროს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აგროსერვის ცენტრში წარმოდგენილი ნაწარმი, ისევე როგორც იქ არსებული სასათბურე მეურნეობები, არის გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კონკრეტული და წარმატებული შედეგი საქართველოში. „სასიხარულოა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქცია თავს იმკვიდრებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. ეს კი შესაძლებელი გახდა სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც ევროკავშირი და გაერო საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ახორციელებს“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და მადლობა გადაუხადა ENPARD-ის წარმომადგენლებს რეგიონში ახალი პროექტების დაწყებისთვის.

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics