|
2018-06-14 11:07:03, 555 ნახვა
რეგიონი
კახეთში ატმის ჩაბარება-რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონაა. როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნება საორგანიზაციო შტაბი, რომელიც გურჯაანში განთავსდება. შტაბს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონთან კოორდინაციის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)