06:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 16:35:46, 895 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა პარლამენტთან განთავსებული კარვები აიღეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაშალეს და სატვირთო ავტომანქანით ტერიტორიიდან გაიტანეს.

კარვების დაშლისას აქციის მონაწილეებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რადაგან კარვების გარშემო პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. გარდა ამისა, პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. ისინი საპატრულო პოლიციის უფროსთან შეხვედრას ითხოვდნენ და მას შსს-ს ავტომობილებში ეძებდნენ. პოლიციამ პარტიის წევრებს რამდენიმე გაფრთხილება მისცა, თუმცა პარტიის წევრებმა მოწოდება არ გაითვალისწინეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ამ დროისთვის პარლამენტთან ვითარება განმუხტულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics