|
2018-06-11 16:01:32, 1058 ნახვა
ეკონომიკა
„პსპ დაზღვევის“ ახალი ევროპული სტანდარტის სერვის ცენტრი გაიხსნა
პარასკევს, 2018 წლის 8 ივნისს “პსპ დაზღვევის” ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნა. სერვის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკაში დაზღვეულისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად დროის დამზოგველია, რადგან ერთ სივრცეში მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ მრავალპროფილური სამედიცინო, ასევე ადგილზე ფინანსური ანაზღაურების მომსახურება. სერვის ცენტრი „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა გახსენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვენე სადაზღვევო სფეროს და დაზღვეული კომპანიების წარმოამდგენლები. „ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის ძალიან სასიხარულოა ეს სიახლე. შემიძლია მოვიდე კლინიკაში, სადაც ჩავიტარებ მრავალი მიმართულებით გამოკვლევებს და ადგილზევე მოხდება ჩემი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება. მიველსამები ამ სიახლეს და ვუსურვებ ბევრ წარმატებას“, - განაცხადა ღონისძიების სტუმარმა დაზღვეულმა თამთა ციცვიძემ. „პსპ დაზღვევა“ 2010 წლიდან მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა, რომლის ისტორია 150 კომპანიის 250 000-ზე მეტი დაზღვეულის მომსახურების გამოცდილებას ითვლის. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოში პირველი სერვის ცენტრი, რომელიც ინტეგრირებულად ახორციელებს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში“ - განაცხადა „პსპ დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ლებანიძემ.
სერვის ცენტრის მისამართი - ქ. თბილისი, კრწანისის ქუჩა №12 სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 9:30-17:30
(R)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)