16:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 15:40:48, 738 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი - საგამოძიებო კომისიამ შსს-დან მოზარდების მკვლელობის საქმის მასალები მიიღო

„დროებითმა  საგამოძიებო კომისიამ  შს სამინისტროდან  საქმის მასალები მიიღო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

„ცხადია, ბატონ ზაზა სარალიძეს აქვს უსამართლობის განცდა იმიტომ, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დაკავებულები.  არ არიან დასჯილები ის ადმაინები, ვინც ხელს აფარებენ  დამნაშავეებს. სარალიძე  აყენებს მოთხოვნებს იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ. „ევროპულ საქართველოს“ მუდმივი კონსულტაციები ექნება ზაზა სარალიძესთან და ცხადია, ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდზე დავუდგებით. დღეს, კომისიის წარმომადგენლები გეგმავენ  ბატონ ზაზასთან შეხვედრას. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გეგმას, იცით, რომ „ევროპული საქართველო“  გადართულია  საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და  დღეს შს სამინისტროდან მივიღეთ  საქმის მასალები. პირველი სხდომა ამ კვირაში გაიმართება“, -  განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics