13:08 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 10:54:54, 702 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი გრძელდება

სოფელ საგურამოს მოსახლეობასთან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სოფელი საგურამო მეორეა იმ დასახლებათაგან, რომლებიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეირჩა. საგურამოს შემდეგ სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 დასახლებაში - არხილოსკალოში, ჯიმითში, არბოშიკში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, მზისგულსა და შუახევში - განხორციელდება.

შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს საგურამოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას, მოქალაქის ნაცვლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორეების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად განახორციელებს.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალში ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს.

პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს, ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.

საზოგადოებრივმა ცენტრებმა საპილოტო პროექტის წარსადგენად მოამზადეს რუკა, რომელზეც 45-ვე საზოგადოებრივი ცენტრია დატანილი, და დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, რომლებშიც ცენტრების კონცენფციაზეა საუბარი.

ინფრომაციისთვის, საქართველოში მოქმედ 52 საზოგადოებრივ ცენტრში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეების განცხადების საფუძველზე უკვე 180 000-მდე განცხადება დარეგისტრირდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics