06:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 18:20:54, 1416 ნახვა

სამართალი
გუდაურში პარაპლანისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

გუდაურში პარაპლანისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, - მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა Facebook-ში გავრცელდა.

როგორც ვიდეოს ავტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ქართველი პარაპლანისტები რუს სპორტსმენს თავს დაესხნენ და მას ავტომობილი დაუზიანეს.

"დღეს გუდაურში მოხდა ტრაგედია. 30 ადგილობრივი მკვიდრი თავს დაესხა რუს პარაპლანისტს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს მათი მიწაა და სპორტსმენს საქართველო უნდა დაეტოვა. რუსეთის მოქალაქეს მძიმე ტვინის შერყევა აქვს, ასევე მოტეხილი აქვს ცხვირი. მას ფეხებს ურტყავდნენ და ქვებიც დაუშინეს. დაზიანებულია მოქალაქის ავტომობილი. მას ემუქრებოდნენ და აგინებდნენ", - წერს ვიდეოს ავტორი და თვითმხილველი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი პარაპლანისტების დაპირისპირების მიზეზი საფრენად საჭირო ადგილები გახდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ - 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას და ნივთის დაზიანებას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics