11:43 - 16 Jul, 2026
|
2018-06-09 14:23:31, 1019 ნახვა
საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს
გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში მიდის. ამ დროისთვის, კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული, ამათგან - 12 ბავშვი. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, გომბორის უღელტეხილზე მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა - 4 მოქალაქე, მათ შორის - 1 ბავშვი. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ეკიპაჟი მუშაობდა.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)