15:54 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 17:21:42, 994 ნახვა

რეგიონი
შუახევში წარმატებული მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლების დაჯილდოვება გაიმართა

დღეს, შუახევში საგნობრივ ოლიმპიადაში და კონკურსებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს და მასწავლებლებს ოლიმპიადაში გამარჯვება ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.

2017-2018 სასწავლო წელს ჩატარებულ სხვადასხვა სახის მუნიციპალურ კონკურსებში და საგნობრივ ოლიმპიადაში 800 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ საგანმანათლებლო, კულტურული და ინტელექტუალურ - შემეცნებითი ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე მადლობის ბარათით დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებაში თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის, იაგო მიქელაძის სახელობის ბუთურაულის, შუახევის და ბრილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დადგეს ფრიდონ ხალვაშის პიესა ,, ხიხანის ძახილი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics