|
2018-06-08 12:44:21, 692 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქედაში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მახუნცეთის ტერიტორიაზე. ქედის 65 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზიფიცირება 2019 წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება. მილები უკვე ჩადებულია 51 კილომეტრზე. გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია,ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს. "ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაოებს კომპანია ვადამდე ადრე ასრულებს. რეგიონში ქობულეთიდან და ადიგენიდან შემომავალი გაზსადენი მილების შეერთებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება ბუნებრივი აირის ალტერნატიული მომარაგება. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას აჭარის ტერტორიაზე"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ. გაზსადენის გაყვანაზე ქედაში ჯამში 90 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)