00:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 17:50:16, 1424 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გერმანელ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის, მარტინ ჰოფმანს და სამაცივრო დანადგარებისა და სამრეწველო ობიექტების  მშენებლობის კომპანია ‘’Plawi-Service ‘’-ის დირექტორს, ინგოლფ მეიერს შეხვდა. 

შეხვედრაზე გიორგი ჩხეიძემ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 
მინისტრის მოადგილემ მეწარმეებისა და ფერმერების კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით,  სახელმწიფო პროექტებში  კერძო სექტორის ჩართულობაზე, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შენახვა-რეალიზაციასა და საწარმოო პროცესებისთვის ხელშეწყობის მიზნით სამაცივრე მეურნეობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გიორგი ჩხეიძის განცხადებით, სამაცივრე მეურნეობების განვითარება ქვეყანაში მეწარმის მიერ სრული საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებას, იმპორტის ჩანაცვლებასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

გერმანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს თავიანთი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics