14:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 16:04:28, 702 ნახვა

რეგიონი
ლვოველი ტურიპერატორები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. დღეს, სტუმრებს სასტუმრო რედისონში რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ჩაუტარდათ.

შეხვედრის შემდეგ ისინი მთიან აჭარას ეწვევიან და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. 

აჭარაში ლვოველი ტუროპერტორებისა და სააგენტოების ვიზიტი ლვოვი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას უკავშირდება. ინფოტურის მიზანი ლვოვიდან აჭარაში ტურისტების მოზიდვა და ბათუმის მიმართულებით სპეციალური ტურისტული პაკეტების შემუშავებაა. პირველი ფრენა ლვოვიდან აჭარის მიმართულებით ხვალ შესრულდება. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად  სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. 

აჭარაში და ზოგადად, საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად,  საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც  10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.  მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით. წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები კიევიდან, ლვოვიდან, ხარკოვიდან და ზაპაროჟიედან განხორციელდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics