|
2018-06-07 15:56:33, 654 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღის მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი მონიტორინგის ფარგლებში, დაათვალიერეს შენობა და გარე პერიმეტრი. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემის მოწყობა. შენობის ფასადი შეიფუთება გრანიტის ფილებით, ეზოში კი, მოეწყობა სათამაშო მოედანი. „ბათუმში, ყველა მუნიციპალიტეტის მსგავსად, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. თამარის დასახლებაში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბათუმში აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი, ხოლო რეაბილიტაცია 12 ბაღს ჩაუტარდა, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. თამარის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)