|
2018-06-06 10:26:57, 1164 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში
ივნისში აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართება. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების „Tastingwork"-ისა და ,,Marq Energie Consulting''-ის ორგანიზებით, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონსა და პორტლენდში ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ეძლევათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოები. დეგუსტაციების პარალელურად გაიმართება სემინარები ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდებით დამზადებული ღვინოები. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, „Tastingwork"-ის ორგანიზებით დეგუსტაცია უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც „Tastingwork"-ის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა სემინარი ქვევრის ღვინოზე (Inside The Qvevri) წაიკითხა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი როგორც მცირე მარნის, ისე დიდი კომპანიის ღვინოები. 11 ივნისს „Tastingwork"-ის ორგანიზებით დეგუსტაცია გაიმართება სან-ფრანცისკოში, ღვინის სკოლაში, ხოლო ,,Marq Energie Consulting''-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები 12 ივნისს პორტლენდში და 13 ივნისს ჰიუსტონში იგეგმება. აღნიშნული დეგუსტაციები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აშშ-ი. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.
(NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)