15:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 12:58:39, 1110 ნახვა

კომენტარი
კახიძე: მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც კომისიის კითხვებს უპასუხებენ

„მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის სხდომები საჯარო იქნება.

„პირველ რიგში შევისწავლით სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დევს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია და შემდგომ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე მისცეს ახსნა-განმარტება. თამამად შეიძლება თქმა, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს. კომისიის სხდომები იქნება საჯარო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაციის განხილვა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება. დღის წესრიგში 15 განსახილველი და 60-მდე კენჭსაყრელი საკითხია შეტანილი. ბიუროს სხდომა ხვალ, 12:45 წუთზე, ხოლო რიგგარეშე სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics