15:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 12:32:19, 1076 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ძირითადი ტრანსპორტი

„მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც თბილისელები გადაადგილდებიან”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 ქუმსიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი შესაძლებლობების მაქსიმუმ იყენებს პრობლემის მოსაგვარებლად.

„მე ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად, შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, უნდა იყოს სწორად გამოყენებული“, - აცხადებს ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. აღნიშნულის გამო, მეორე დღეა დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics