|
2015-05-28 12:37:32, 575 ნახვა
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: შსს უმცირესობების დაცვის მიმართულებით წელს კარგ ფორმაშია
„უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით შსს წელს გაცილებით მაღალ სტანდარტს იცავს“, –ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. თალაკვაძის თქმით, მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როცა სახელმწიფო უმცირესობების უფლებების ვერ დაცვისთვის გააკრიტიკეს. „უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, პირადად მე ვფიქრობ, რომ შსს 2015 წელს გაცილებით კარგ ფორმაშია და მაღალ სტანდარტს იცავს, თუნდაც რელიგიური უმცირესობების მიმართულებით. ჩვენ დავამუშავეთ ის პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში იყო და წელს არ გვქონია არც ერთი მაგალითი, როცა სახელმწიფო გააკრიტიკეს უმცირესობების უფლებების ვერ დაცვისთვის. სახელმწიფომ დღეს, ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა. მოგეხსენებათ იყო აქციები და არც ადამიანი არ დაშავებულა და არ განუდევნია არავის. ჩვენმა სამინისტრომ შეკრების მანიფესტაციების და გამოხატვის თავისუფლება დაიცვა“, – აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე მტკიცებით, შსს–ს საქმიანობა დღეს, ბევრად უფრო გამჭვირვალეა. „მე გამიკვირდებოდა არასამთვრობო სექტორის მხრიდან გარკევული შენიშვნები, რომ არ ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შენიშვნებთან დაკავშირებით დიალოგი შედგეს. ამიტომ ვართ აქ დღეს. რაც შეეხება 2 წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს, ვფიქრობ, შსს–ს მენეჯმენტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. იგივე, ის, რომ დღეს უწყება ანგარიშვალდებულია და მეტი საჯაროობის მქონე. ბევრი დოკუმენტი გასაჯაროვდა, კანონმდებლობა დაიხვეწა, ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ერთი ორად არის გაზრდილი ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებელი. სამინისტროში სწავლებისა და მომზადების მიმართულებით შიდა კონტროლის მექანიზმები გაძლიერდა. გარკვეული შენიშვნები ჩვენთვის საინტერესოა. მთავარია, რომ შენიშვნები გაურკვეველი არ იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)