03:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 23:51:06, 1893 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის უფროსი: ამ ეტაპზე ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას დაკავებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა.

„ამ ეტაპზე ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება. თუ ამის საჭიროება იქნება, მომავალში თვითონ გაიგებთ“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებს.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გახარიას უწყება აპირებს ზვიადის გაქრობას. დამიდექით ყველა გვედით, მთელ საქართველოს ვუხმობ. პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება! ძირს ხელისუფლება! ან თქვენთან ერთად ან მარტო, თავს შევაკლავ და მაინც მივაღწევ სიმართლეს! გთხოვთ ყველას. დამეხმარეთ ჭეშმარიტების მიღწევაში. ისინი კიდევ დგავენ ნაბიჯებს, რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ არ მივცემ ამის უფლებას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ამის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სარალიძე კვლავ კარავში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კარვის გარშემო მისი მხარდამჭერები იმყოფებიან და კარავში შესვლა რიგით მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics