01:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 11:17:04, 1444 ნახვა

სამართალი
სასჯელის რა ოდენობას ითვალისწინებს მუხლის ის ნაწილი, რომლითაც არასრულწლოვნები დამნაშავედ იქნენ ცნობილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნობილ პირთათვის სასჯელის დანიშვნის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ისაუბრა სასჯელის ოდენობაზე, რაც განსაზღვრულია მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ.

"მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ, გათვალისწინევულია თავისუფლების აღკვეთა 13-დან 17-წლამდე ვადით.  ვინაიდან ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, დანიშნული სასჯელი მათ შეუმცირდებათ 1/4-ით",-აღნიშნა მარიკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში  გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად  უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics