12:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 00:15:56, 1172 ნახვა

კომენტარი
კუპრავა: ივანიშილმა დაითხოვოს მთავრობა! წინააღმდეგ შემთხვევაში მას ასი ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს!

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებების დამცველი ზვიად კუპრავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მთავრობა დაითხოვოს.

როგორც  მან აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გაიმართება.

„მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშილი გააძევა! ძალიან მალე ჩვენ გავაძევებთ ამ მთავრობას! მივმართავ ივანიშვილის, სანამ გაგვიზრდია ჩვენი მოთხოვნები და გადავსულვართ კონკრეტულ ქმედებებზე, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ასი ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს“, - განაცხადა კუპრავამ.

ცნობისთვის, პრემიერი ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ამის შემდეგ პრემიერმა ტერიტორია პარლამენტის ეზოს გავლით დატოვა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics