|
2018-05-31 14:03:27, 1060 ნახვა
სამართალი
კობახიძე ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენზე: აშკარაა, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი
„როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში, მცდელობაზე, აშკარაა აქ, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხი უნდა გაირკვეს და საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. „ჩვენ, აპრიორი არცერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ, ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია, ერთ მხარეს, აპრიორი, ნდობის გამოცხადება და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)